ძვირფასო კოლეგებო და მსმენელებო,
ინსტიტუტის ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად
მოგილოცოთ ფესტივალ-კონკურსზე —
„ქართული 2026“ — მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება და
რუსთავის მერის სპეციალური პრიზის დამსახურება.
ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის,
მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების კანონზომიერი
შედეგია. ანსამბლმა „არტ-საქართველომ“ უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა
ჩვენი ინსტიტუტის სახელი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიული
გადამზადების პროგრამა უმაღლესი სტანდარტის კადრებს აყალიბებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის წევრებს პროექტის
წარმატებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის:
- ხარისხის მართვის ხელმძღვანელს — მაია ჩოკოშვილს
- სამხატვრო ხელმძღვანელს — დიანა ქოქაშვილს
- მთავარ ქორეოგრაფ-პედაგოგს — ალექსანდრე ქართველიშვილს
- კლასის პედაგოგებს — ტატიანა ნიკაბაძესა და სალომე ცინდელიანს
თქვენმა ერთობლივმა მუშაობამ და მაღალმა პასუხისმგებლობამ ჩვენს
მსმენელებს მისცა შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ
ყველაზე მაღალი დონის ფესტივალზე საუკეთესო შედეგისთვის მიეღწიათ.
თქვენი შემოქმედებითი ენერგია და მიღწეული წარმატება მთელი
ინსტიტუტისთვის საამაყოა.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გაწეული შრომისთვის, ვამაყობ თქვენი
შედეგით და გისურვებთ ახალ შემოქმედებით მწვერვალებს!
პატივისცემით,
მურმან გამისონია
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დირექტორი
მურმან გამისონია
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დირექტორი
თარიღი: 21 ივნისი, 2026 წელი
