თურქეთის რესპუბლიკაში, ბეიპაზარში
გამართულ 29-ე საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული ხელოვნება, ქართული
სიმღერა, მუსიკა, ეროვნული სამოსი და განსაკუთრებით — ქართული ხალხური
ცეკვის უნიკალური მრავალფეროვნება მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთა
წინაშე გაცოცხლდა.
ფესტივალის ფარგლებში ქართული
დელეგაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოფიციალურ
შეხვედრას გუბერნატორთან, სადაც ქართული კულტურის წარმომადგენლებს
გულთბილად უმასპინძლეს. ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ გახდა ორი ქვეყნის
კულტურული მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულება.
ფესტივალის საკონცერტო დღეები კი ნამდვილ კულტურულ ზეიმად იქცა. სცენაზე „Art-Saqartvelo“ და ანსამბლი „ალავერდი“ ქართული ფოლკლორის საუკეთესო ტრადიციებით წარდგნენ და მაყურებელს ქართული ცეკვის ის განსაკუთრებული ენერგია და ემოცია აჩვენეს, რომელიც სიტყვებს სცდება.