მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „არტ-საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ეთნოფესტივალში — „უფლისციხე 2026“, რომელიც 17–18 ოქტომბერს გაიმართება.
ანსამბლი „არტ-საქართველო“ ქართული ხალხური ცეკვის სიყვარულით, ეროვნული ტრადიციების პატივისცემითა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით აგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას.
ჩვენთვის თითოეული ასეთი ღონისძიება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების წარმოჩენის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციის შესაძლებლობაა.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ანსამბლს! ❤️

        <div class=