15-19 მარტს, ქ. ბათუმში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ორგანიზებით, ასევე ხელოვნებისა და კულტურის
განვითარების კავშირ ‘არტ-ფოლკის“, კულტურის ინსტიტუტისა და
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით
ჩატარდა ტრადიციად ქცეული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
თემაზე: “ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა.“
კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა
გახსნა. „საქართველოს არამატერიალური კულტურა წინარექრისტიანულ
ეპოქაში იღებს სათავეს და დღემდე პირველქმნილი სახითაა მოღწეული.
დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
ქართული კულტურული ფასეულობების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია,
ლოტბართა და ქორეოგრაფთა გადამზადება, ახალი თაობების აღზრდა. ამდენად
მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული შესწავლა და გაანალიზება, რასაც
ემსახურება ქორეოგრაფთა ფორუმი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.
დარწმუნებული ვარ იგი დიდ წვლილს შეიტანს ქართული კულტურული
ფასეულობების წარმოჩენისა და მოვლა-პარტონობის საპასუხისმგებლო და
კეთილშობილურ საქმეში,“- აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ და ფესტივალის საპატიო სტუმრები
იყვნენ UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ალკის
რაფტისი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საქართველოში დესისლავა ივანოვა და საელჩოს მრჩეველი ტიხომირ
ტოდოროვი; UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო
საბჭოს (CID) ვანაძორის სექციის პრეზიდენტი ანაჰიტ
სარიბეკიანი, ევროპული ფოლკლორული ფესტივალების
ასოციაციის (EAFF) პრეზიდენტი-კალოიანი ნიკოლოვი. ასევე
წარმომადგენლები: ლატვიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან,
რუსეთიდან, მაკედონიიდან და თურქეთიდან. სამეცნიერო კონფერენციის
მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების
განვითარების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანას, კულტურული
მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოებასა
და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა
სპეციალისტები, პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები,
ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები.
კონფერენციის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ამავე სამინისტროს კულტურის
დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე და შოთა რუსთაველის
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე ესწრებოდნენ.
15 მარტს შეხვედრა შედგა აჭარის ა.რ.
მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან და განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე პროფესორი რეზო
ჭანიშვილი, კავშირის პასუხისმგებელი მდივანი მურმან გამისონია,
UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ალკის
რაფტისი და ევროპული ფოლკლორული
ფესტივალების ასოციაციის (EAFF) პრეზიდენტი კალოიანი ნიკოლოვი.
შეხვედრამ ფრიად საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
16 მარტი, კონფერენციის I დღე დაეთმო
სტუმრებს. დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს :
ალკის რაფტისმა - იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს
პრეზიდენტი; კალოიანი ნიკოლოვმა - ევროპული
ფოლკლორული ფესტივალების ასოციაციის
პრეზიდნტი; დესისლავა ივანოვამ - ბულგარეთის
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
ანაჰიტ სარიბეკიანმა - იუნესცოს ცეკვის საერთაშორისო
საბჭოს ვანაძორის სექციის პრეზიდენტი, ცეკვის
მკვლევარი; სანდრა მიეზემ - ლატვიის ქ.
ლიმბაჟის კულტურის სახლის დირექტორი, კულტმასობრივი
ღონისძიებების ორგანიზატორი; ანდის ლენმანისმა - ლატვიის ქ.
ცარნიკავას მუნიციპალიტეტის და ქ. ლიმბაჟის
საბავშვო-ახალგაზრდული ანსამბლების „ოზოლაინესა“ და
„იამპადრაცისის“ ხელმძღვანელი, ლიმბაჟის „ლუსტეს ცეკვის
ფესტივალის“ დამაარსებებლი და ავტორი; მურატ ერდემმა -
დაჰა ცეკვისა და ჰობის ცენტრის სამხატვრო
ხელმძღვანელი; იულია მაკაროვამ - ქ. მოსკოვის წამყვანი
საბავშვო-ახალგაზრდული კოლექტივის „დეტსკიე რიტმი“-ს
ხელმძღვანელი.
კრუმე ბრჟანოვმა - მაკედონია, სკოპიეს ორკესტრი KUO Orce
Nikolov-ის დირექტორი, ასევე „მაკფოლკის“ და ფოლკლორული
ფესტივალების ასოციაციის სამხატვრო
ხელმძღვანელი.
გამომსვლელებმა მოხსენებებთან ერთად წარმოადგინეს
საკუთარი ქვეყნის ქორეოგრაფიული ფოლკლორის ნიმუშები
სლაიდებისა და ფილმების სახით. კონფერენციის დასრულების შემდეგ
სტუმრები დაესწრნენ აჭარისა და აფხაზეთის ა.რ.
დამსახურებული არტისტის ჯემალ ჩიჩუას ვარსკვლავის
გახსნას აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ შენობის წინ
და ამავე ანსამბლის მიერ ჩატარებულ
კონცერტს.
17 მარტს, კონფერენციის II დღეს მოხსენებები წაიკითხეს:
უჩა დვალიშვილი-საქართველოს შოთა რუსთაველის
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელიდა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული
ხელოვნების მიმართულების ხელმზრვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი, პროფესორი; ეკატერინე
გელიაშვილი-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების
მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ალეკო
გელაშვილი -საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსმა მასწავლებელი,
ქორეოგრაფი, ეთნოქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი; მირანდა ბაღდადიშვილი აჭარის
ა.რ. დამსხურებული არტისტი, ბათუმის ხელოვნების დამსახურებული
მოღვაწე, ქ. ბათუმის მერიის ე. ხაბაძის სახელობის
სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის
ქორეოგრაფ-რეპეტიტორი; მარინე(მაკა)
თაქთაქიშვილი -საქართველოს კულტურული მემკვიდრეობი
დაცვის ეროვნული სააგენტორ არამატერიალური მემკვიდრეობის
ექსპერტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი; ზაურ
ლაზიშვილი -აჭარის ა.რ. დამსახურებული არტისტი,
პროფესორი, ქ. ბათუმის ხალხური ხელოვნების სკოლის
დირექტორი.
პარალელურად, ბათუმის მუსიკალური ცენტრში,
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით
ჩატარდა ორგანყოფილებიანი კონცერტი, რომელშიც
მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით
მოქმედი საბავშვო, ახალგაზრდული და
მუნიციპალური ანსამბლები. ღონისძიების მეორე ნაწილს
დაესწრნენ უცხოელი სტუმრები,
რომლებმაც დასასრულს სიტყვით მიმართეს კონცერტის
მონაწილეებსა და მაყურებლებს.
18 მარტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ
ბათუმის ხალხური ხელოვნების სკოლის მომღერალთა
გუნდი და ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ბავშვთა
ქორეოგრაფიული ანსამბლი „მათე“, ქორეოგრაფ მიხეილ
მახათაძის ხელმძღვანელობით. სტუმრებისათვის მოეწყო
ექსკურსია ქალაქ ბათუმსა და მის შემოგარენში.