ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

 ამა წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე,  თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ტარდება საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის,  „საუკუნის მოცეკვავის“, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საპატიო  მოქალაქის, ვარსკვლავოსანი ხელოვანის, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“  სამხატვრო ხელმძღვანელის ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის „ფრიდონ სულაბერიძე“ პრეზენტაცია.
 ღონისძიებას დაესწრებიან ბატონი ფრიდონის ოჯახის წევრები, ცნობილი ქართველი ხელოვანები, ფრიდონ სულაბერიძის შემოქმედებით დაინტერესებული პიროვნებები და მისი თაყვანისმცემლები.