ქართულ-რუსულ ფორუმზე გლობალური გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს

 2019 წლის  19 ივნისს სანკტ-პეტერბურგში მუშაობა განაახლა ქარულ-რუსულმა ფორუმმა, რომლის ორგანიზატორიც არის ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი.
 პროფესორმა ლეონიდ გრიგორიევმა პანელური დისკუსუსიის "რუსეთი და საქართველო გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე" ფარგლებში, ისაუბრა მსოფლიო ვაჭრობის ცვლილებებზე - "შეიცვალა ღირებულების ჯაჭვების ხასიათი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს და უკრაინის მშპ 65-70 %-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის 44 %-ით. 2000 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3,1-დან 15,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც წინ უსწრებს ევრაზიულ კავშირს 1 მილიარდი დოლარით"
 ქართულ-ამერიკული უნივესიტეტის ლექტორმა გიორგი გობრონიძემ ისაუბრა იმაზე თუ როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ქვეყნები მსოფლიო პრობლემებს - "ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე არის ჰუმანიტარული და ტერიტორიული მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთი ახლა ტურბულენტის მდგომარეობაშია. საქართველოში სუბიექტური მიზეზების გამო, დიდი შეშფოთებით უყურებენ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას. რუსეთმა დაარღვია სოციალური კონტრუქტივიზმის თეორია თავისი საგარეო პოლიტიკური ქცევით." ასევე აღნიშნა მომხსენებელმა, რომ "რუსეთთან პარტნიორული იმედგაცრუების გამო, საქართველო ხდება პროდასავლური სახელმწიფო.
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა (2015-2017 ) თათია დოლიძემ  ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ - " 1918-1921 წლებში საქართველოს ისტორიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მაგრამ საბჭოთა კავშირის გამო ჩვენ გამოვტოვეთ ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა. შემდეგ იყო სოციალიზმიდან კაპიტალიზმისკენ მტკივნეული გადასვლა. ბოლო 15 წელია საქართველო ეკონომიურად აღდგენის პროცესშია" 
 არასამთავრობო ორგანიზაციის დროებით გადაადგილებულ პირთა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ზურაბ ბენდიანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მოახდინოს გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში -" როგორც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორები. მე ჯერ-ჯერობით საქართველოში ვერ ვხედავ ეკონომიკურ ზრდას. ღარიბთა რაოდენობის შემცირება უკავშირდება მხოლოდ რესურსების უკეთეს განაწილებას"
 ფორუმის დასასრულს, შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებსაც ორგანიზატორები გაუგზავნიან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს.