კახაბერ მარკოიშვილი და გოჩა გრძელიშვილი ალამდარის ორდენით დაჯილდოვდნენ


"არტ-ფოლკ ფესტ"-ის მეორე საფესტივალო კონცერტის დასასრულს, კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მურმან გამისონიამ, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე  კახაბერ მარკოიშვილსა და კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოჩა გრძელიშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა და ისინი  ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ალამდარის ორდენით დააჯილდოვა. 
 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკის" სახელით ჩვენ ვულოცავთ ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს იუბილეს და ამ მნიშვნელოვან წოდებას.