ქობულეთში "არტ-ფოლკ ფესტ"-ის მეორე საფესტივალო კონცერტი ჩატარდა

საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კოლექტივები ერთ სცენაზე - ქობულეთში, კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებით, "არტ-ფოლკ ფესტ"-ის  მეორე საფესტივალო კონცერტი გაიმართა.   მონაწილეებმა მრავალფეროვანი და ტრადციული ნომრები წარმოადგინეს.  განსხვავებულმა წარმოდგენამ მაყურებელში დიდი აღტაცება გამოიწვია. კონცერტის დასასრულს, კავშირის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მურმან გამისონიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, აგრეთვე, მან საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილსა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოჩა გრძელიშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა და ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ალამდარის ორდენით დააჯილდოვა.  ასევე დაჯილდოვდნენ ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ფარცა", "ლაზარე", "ხალისი", "იმერეთი", "ჯავარი" და "წინსვლის საჯარო სკოლა". კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.