26 ივნისს ბათუმში, "არტ-ფოლკ ფესტ"-ის დასკვნითი საფესტივალო კონცერტი გაიმართა

26 ივნისს ბათუმში,  კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკისა" და საქართველოს ქოეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტ"-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ისე კოლექტივები ბელორუსიიდან, ისრაელიდან და ლატვიიდან. მათ წარმოადგინეს ტრადიციული ცეკვები და მაყურებლისგან მქუხარე ტაში დაიმსახურეს. 
ღონისძიების დასასრულს,  მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" დამფუძნებელი და დირექტორი მურმან გამისონია, მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვისა და ფესტივალში მონაწილეობისთვის.  აგრეთვე, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილმა, რის შემდეგაც გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეულმა ანსამბლმა სპეციალური დიპლომი და საპატიო პრიზი მიიღო.

მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.