ტელეკომპანია 12-ის თბილისის ბიუროს წარმომადგენლები ბათუმში, ტელევიზიის მთავარ ოფისს ეწვივნენ

27 ივნისს, ტელეკომპანია 12-ის თბილისის ბიუროს წარმომადგენლები ბათუმში, ტელევიზიის მთავარ ოფისს ეწვივნენ. შეხვედრის ფარგლებში ,თანამშრომლებმა განიხილეს სატელევიზიო ფორმატი და დაგეგმეს ის პროექტები და გადაცემები, რომლებსაც მაუწყებლობა სექტემბრიდან შემოგთავაზებთ. 
"ტელეკომპანია 12"  ზრუნავს თქვენს ინფორმირებაზე, დღის განმავლობაში გთავაზობთ სხვადასხვა საინფორმაციო, ანალიტიკურ, ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ პროგრამებს. 

TV 12 მაუწყებლობს როგორც პირველი ონლაინმაუწყებელი აჭარაში, მისი დამფუძნებელი და დირექტორი ჯემალ მეგრელიძე გახლავთ, ხოლო თბილისის ბიუროს წარმომადგენელი მურმან გამისონიაა.  სწორედ თბილისის ბიურო გთავაზობთ ყოველ პარასკევს 18:00 საათზე საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას "არტ-სიახლეები", რომელიც ძირითადად კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და ფოლკლორულ ანსამბლებს ეთმობა.