ბათუმში, "კავკასია 2019"-ის მეორე საფესტივალო კონცერტი გაიმართა

 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, 4 ივლისს ბათუმის კულტურის ცენტრში  საერთაშორისო ფესტივალი "კავკასია 2019"-ის მეორე კონცერტი გაიმართა, რომელშიც  გარდა საქართველოში მოქმედი კოლექტივებისა მონაწილეობდნენ ლიეტუვადან, რუსეთიდან უკრაინიდან, ხორვატიიდან და სომხეთიდან ჩამუსული ანსამბლები.  მათ წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა და მაყურებელს დიდი სანახაობა შესთავაზეს. 
 ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას მიესალმნენ  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილი და კავშირის პასუხისმგებელი მდივანი მურმან გამისონია, მათ თითოეულ სტუმარს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის, რის შემდეგაც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სახელით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ "კავკასია 2019"-ში  მოაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ანსამბლი "სიონი" , "ლაზარე" და "ლეჩხუმი" საპატიო პრიზებითა და დიპლომებით დააჯილოვეს.  აღნიშნული ფესტივალი 8 ივნისს,  ბათუმის საზაფხულო თეატრში გრანდიოზული გალა-კონცერტით დაგვირგინდება.
 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF; კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირი “არტ-ფოლი“; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.