"არტ-ფოლკ ფესტ"-ის ფარგლებში, უცხოელი სტუმრებისთვის მასტერკლასი მოეწყო


 კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებითა და აჭარის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ხორუმის" მხარდაჭერით, 19 ივლისს გაიმართა ცეკვის
 მასტერკლასი ესტონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტ"-ზე  ჩამოსული ანსამბლებისთვის. ანსამბლ "ხორუმის" დასმა  გამორჩეული ნომრები წარმოადგინა, ხოლო სტუმრებმა სიმბოლურად ტრადიციული ცეკვები შესთავაზეს მასპინძლებს. აგრეთვე, სიტყვით გამოვიდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკის" დამფუძნებელი და დირექტორი მურმან გამისონია და ანსამბლ "ხორუმის" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი. მათ გაიხსენეს ანსამბლის შექმნის ისტორია და განვლილი წლებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. 
სტუმრები  აღფრთოვანებულნი დარჩნენ წარმოდგნილი სანახაობოთ და აღნიშნეს, რომ საქართველო განსაკუთრებულია  ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ელემენტებით. 
 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.