კულტურისა და ხელოვნების გაერთიანება კავშირ "არტ-ფოლკს" ესტუმრნენ საერთაშორისო პროექტის "Brave Kids" (მამაცი ბავშვების) ორგანიზაციის წარმომადგენლები

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს , კულტურისა და ხელოვნების გაერთიანება კავშირ „არტ-ფოლკს  “   ესტუმრნენ საერთაშორისო პროექტის “Brave Kids” ( მამაცი ბავშვების) პარტნიორი ორგანიზაცია „კარიტას“ საქართველოს წარმომადგენელი თამუნა ჩადუნელი და პოლონეთის წარმომადგენელი Iwona Frydryszak. გაიმართა გაცნობითი  სახის შეხვედრა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს , რომ  თბილი და მეგობრული ურთიერთობების  ჩამოყალიბებით მეტად მარტივი იქნება ბავშვების სწორი აღზრდა , მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება.

მხარდამჭერები: ორგანიზაცია „კარიტა“, კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირი „არტ-ფოლკი“.

„Brave Kids” (მამაცი  ბავშვები ) საგანმანათლებლო და მხატვრული პროექტია  , რომელიც დაარსდა 2009 წელს. პროექტის დამაარსებელია დოქტორი აკონგ ტულუკუ, რომელიც უკვე 35 წელზე მეტია ახორციელებს დახმარებას და საგანმანათლებლო პროექტებს. პროექტის მიზანია: მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება ,უნარ- ჩვევების გაცვლა, შემოქმედებითი მოქმედების თავისუფლება, ბავშვების სწორი აღზრდა,ლიდერების გამოცდილების გაცვლა.პროექტის დახმარებით ბავშვები  ყურადღებას დაუთმობენ ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების  მრავალფეროვნებას.  ამა წლის 12 ნოემბრიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია პოლონეთსა და საქართვეველოდან 3-3 ჯგუფის შეხვედრა, რათა ორივე ქვეყანაში მცხოვრებმა ბავშვებმა შეძლონ მარტივად  გახსნა ერთმანეთში და ზრდასრული სამყაროს ბარიერების გადალახვა.პოლონურმა  მხარემ მადლობა გადაუხადა კულტურისა და ხელოვნების გაერთიანება კავშირ „არტ-ფოლკს“ მტკიცე მხარდაჭერისთვის.