ახალი სასწავლო წელი კულტურის ინსტიტუტში

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს , ა(ა) იპ კულტურის ინსტიტუში ,ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა. დღემ ემოციურად და მაღალ შემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა .კულტურის ინსტიტუტში სწავლებას აქვს დასწრებული და დაუსწრებელი ფორმა. წლის განმავლობაში სტუდენტებს წაეკითხებათ თეორიული ლექციები და ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებსაც ჩაატარებენ ქორეოგრაფიული ხელოვნების ცნობილი ოსტატები , პედაგოგიკისა და ქორეოლოგიის აღიარებული სპეციალისტები.

მხარდამჭერები : საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი , კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი".

კულტურის ინსტიტუტი ამ მნიშვნელოვან დღეს გულითადად ულოცავს პედაგოგებსა და სტუდენტებს. უსურვებს წინსვლას და წარმატებებს პირად და კარიერულ ცხოვრებაში.