საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განცხადება

alt

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განცხადება
 
ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოში  არსებული პანდემიური მდგომარეობა არსებითად აისახა  საქართველოში ყველა სამოღვაწეო და სამუშაო სფეროში, განსაკუთრებით  კი მძიმე აღმოჩნდა ეს პერიოდი თვითდასაქმებულ  პირთათვის. ყველა ქორეოგრაფი პრაქტიკულად  საარსებო შემოსავლის გარეშეა, ფინანსური  და პროფესიული სტაგნაცია მერამდენე თვეა მიმდინარეობს. არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით 11 ივნისს 13 საათზე (საქართველოს ქორეოგრაფის დღეს) საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი,   ცენტრალურ ოფისში, ქორეოგრაფებთან  შეხვედრას მართავს.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გამგეობის, რეგონალური ორგანიზაციებისა, კავშირის წევრების დასწრება სავალდებუილოა. 
მის.: თბილისის ცოტნე დადიანის #26. არტ-ჰოლი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ოფისი.