ლალი მესხი იუბილარია

ლალი მესხი

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი, ულოცავს იუბილეს!
 
ქართული კინოს ვარსკვლავს
 
17 ივნისი მოცეკვავისა და მსახიობის ლალი მესხის დაბადების დღეა. ლალი მესხი ქართული კინოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობადაა მიჩნეული. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
 
ლალი მესხი ამბობს: „პირველად რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ აღმომაჩინა ქუჩაში. როგორც ჩანს, მოვეწონე და თავის ფილმში ეპიზოდური როლი მათამაშა". პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა 1965 წელს დავით რონდელმა მიიწვია ფილმში „პიერი-პოლიციის თანამშრომელი“. პოპულარობა მოუტანა მთვარმა როლმა მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ (ნ. სანიშვილი, 1966), სადაც პარტნიორობა გაუწია ლეილა აბაშიძეს, თენგიზ არჩვაძეს, კოტე დაუშვილს, იპოლიტე ხვიჩიას, ბუბა კიკაბიძეს. მიიღო გერმანიის კინოსტუდია „დეფას“ მიწვევა ორ სათავგადასავლო ფილმში: „თეთრი მგლები“ (კ. პედცოლდი, 1969) და „შევარდენის კვალი“ (გ. კოლდიცი, 1969). მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „მალე გაზაფხული მოვა“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „გოგონა და ჯარისკაცი“, „იქ - ჩემთან“, „მიზერერე“...