ქობულეთში „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020“ გაიმართა



ქობულეთში 23-25 აგვისტოს საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტი” გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია სცენამ უმასპინძლა. ფესტივალის ორგანიზატორი კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკია“.
 
ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის გამო, ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ სახელოვნებო ჯგუფები უცხოეთიდან, თუმცა ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 18 ჯგუფი (400-ზე მეტი მონაწილე სცენაზე), საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
 
„არტ-ფოლკ ფესტი ზაფხული 2020“ მხარდაჭერილია „იუნესკოსთან“ არსებული „ცეკვის საერთაშორისო საბჭოს“ (CID), ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაციის (EAFF), „კულტურის ინსტიტუტის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის, კულტურის ცენტრი “თბილისი არტ-ჰოლი“ და მედია-საინფორმაციო კომპანია „გეოდენსის“ მიერ.


https://imedinews.ge/ge/kultura/159713/qobuletshi-artpolk-pest-zapkhuli-2020-gaimarta?fbclid=IwAR0DG6hXdiTDKuQlyzDt4aCCGHzM3w0sQS-UKeKRMXeG9tFs3VM7nRZ8_SU