შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები

• საკუთარი  ცეკვის შესასრულებლად უნდა იქონიონ საჭირო რეკვიზიტები; 
• აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ საცეკვაო ფრაგმენტები (არანაკლებ ოთხისა - შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული  ფრაგმენტის შესრულება)
• ცეკვის მუსიკალური აკომპანიმენტი ჩაწერილი უნდა ჰქონდეთ 2 CD  დისკზე ან მეხსიერების ბარათზე/რეგისტრაციის დროს წინასწარ მიუთითონ აკომპანიმენტის საჭიროება და შესასრულებელი ცეკვის დასახელება;
ცეკვა „ქართული“- ს შესრულება აუცილებელი მოთხოვნაა!
 
შემოქმედებითი ტურის შეაფასების  კრიტერიუმები
          თითოეული საკონკურსო ნამუშევარი საგამოცდო კომისიის მიერფასდება 100 ქულიანი სისტემით მოცემულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ერთობლიობით, საბოლოო ქულა გამოიყვანება კომისიის მიერ დაჯამებული ქულების საშუალო არითმეტიკულით. აბიტურიენტმა უნდა გადალახოს 51% პროცენტი
1. ცეკვის კომპოზიცია 0-30 ქულა:
1.1. კომპოზიციის დრამატურგიული ლოგიკა  - 0-10 ქულა 
1.2. საცეკვაო დარბაზის რაციონალური გამოყენება  - 0 – 10
1.3. საცეკვაო ელემენტების არჩევანი, მათი კომბინაციები და ვარიანტულობა 0- 10
2. საცეკვაო ტექნიკა  - 0- 50 ქულა:
2.1. ქორეოგრაფიული ლექსიკა (მოძრაობათა შესაბამისობა არჩეული ცეკვის სტილთან -მიმართულებასთან) -0-10
2.2. მოძრაობის სირთულის დონე, ორიგინალობა, საცეკვაო მოძრაობების გონივრულად გადაბმის უნარი 0-10
2.3. შესრულების ხარისხი  0-10
2.4. სხეულის კოორდინაცია, სიმყარე; ელევაცია (ნახტომები) 0-10
2.5. მუსიკალურობა (მელოდიისა და რიტმის შეგრძნება) - მუსიკაზე ცეკვის უნარი 0-10  
3. საცეკვაო იმიჯი, ვიზუალი - 0 - 20 ქულა:
3.1. არტისტიზმი - არჩეული სახის გადმოცემის უნარი, პლასტიკა, მიმიკა, მოძრაობის შესაბამისობა ესთეთიკურ ნორმებთან, მანერა, რეკვიზიტის გამოყენების უნარი  - 0-10 
3.2. თვითპრეზენტაციის უნარი - ცეკვის ემოციური და თავისუფალი შესრულება 0-10
სულ 100
9-10 ქულა – სრულად არის დაცული კრიტერიუმი;
7-8 ქულა– ძირითადად არის დაცული კრიტერიუმი;
5-6 ქულა – ნაწილობრივ არის დაცული კრიტერიუმი;
3-4 ქულა – კრიტერიუმი ნაწილობრივ ნაკლოვანია;
1-2 ქულა - კრიტერიუმი ძირითადად ნაკლოვანია;
0 ქულა – არ არის დაცული კრიტერიუმი.