არდავიწყება - ნოდარ ქუმარიტაშვილი

alt


1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში დაიბადა

ნოდარ ქუმარიტაშვილი

(1988-2010)

   ქართველი მოციგავე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წევრი ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში.
   2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების (ვანკუვერი, კანადა) გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
  2010 წლის 20 თებერვალს სპორტსმენი ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. საქართველოს ფოსტამ გამოსცა ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი ქართული საფოსტო მარკა. დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი 32 წლისა გახდებოდა...