გილოცავთ ახალ 2021 წელს!

alt

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკისა და კულტურის ინსტიტუტის გუნდის სახელით გვინდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს უამრავი სიყვარულის, სითბოს და საქმიანობაში უდიდესი წარმატების მომტანი. შობა-ახალი წლის დღესასწაული ჩვენი ოჯახების ერთიანობის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პატივისცემის სიმბოლოა, რაც ჩვენს გულებს აერთიანებს და მოაქვს სიყვარული და ჰარმონია ადამიანთა შორის. ეს არის დრო, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა გადავხედოთ წარსულს, ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს და უკეთესი მომავალი დავგეგმოთ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, პიროვნულ ზრდასა და უამრავ სიყვარულს. მშვიდობიანი, ბედნიერი და აყვავებული 2021 წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის!