მირანდა ბაღდადიშვილი - გერმანული ფილმი "ჩემი მეგობარი სიბილა"

 

ბევრი ვიფიქრე დღეს გამომექვეყნებია თუ არა ეს კადრები, მაგრამ ენვერ ღოღობერიძე დიდი ხელოვანი იყო. ის იქნებოდა ძალიან ბედნიერი მისი მეგობრების ხილვით. ბევრი მათგანი დღეს აღარ არის ჩვენს გვერდით. გთავაზობთ ნაწყვეტებს 1967 წელს გადაღებული გერმანული ფილმიდან "ჩემი მეგობარი სიბილა" . ბავშვობიდან მესმის ისტორიები ამ ფილმის შესახებ. მოგეხსენებათ იმ პერიოდში ფილმის გადაღება დიდი ფუფუნება იყო, თანაც საზღვარგარეთის, და მასში მონაწილეობა კიდევ უფრო დიდი სიხარული. დიდი ხანია ვეძებ ამ ფილმს და გუშინ მივაგენი.აქ ჩანს არა მარტო ანსამბლის, არამედ იმ პერიოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორია. რა სილამაზეა ქალაქებში, სისუფთავე, ხალხი, ჩაცმულობა, ვარცხნილობა. განსაკუთრებით აფხაზეთის კადრები. ერთი სიტყვით, გულგრილს არავის დატოვებს. ამ კადრებში ჩანან: მამა და დედა -ზურაბ ბაღდადიშვილი და ნარგიზ კოსტავა, ზაურ ლაზიშვილი, გივი და ჯემალ ჩიჩუები, ბეხრი გოგიბერიძე, ჩალო, ვახტული მეფარიშვილი, ვახტანგ ინგოროყვა, ბეგი ხუხუნაიშვილი, თემურ ბოლქვაძე, ფატმა კობალაძე, ლეილა დიასამიძე, მერი ხარაბაძე, მანანა ჯეჯეია, ნოდარ დევაძე, თამაზ ჯახუტაშვილი და სხვები. ყველა ვერ ვიცანი, ვინმე თუ ამოიცნობთ კადრებში მოცეკვავებს, გთხოვთ მონიშნოთ. ასევე ეპიზოდურ კადრებში ჩანან ბათუმელი მომღერლები და უბრალოდ ქალაქელები. ეპიზოდშია დიდი იუსუფ კობალაძე (ამ კადრში არ არის). კადრები გადაღებულია აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ძველ ეზოში ყოფილი სტალინის ქუჩაზე. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის სასიამოვნო ნაწილი.

გერმანული ფილმი "ჩემი მეგობარი სიბილა"