ა/წ 25 მარტს, UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID) ორგანიზებითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების
კავშირის „არტ-ფოლკი“; კულტურის ინსტიტუტის; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის; ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის „NCC
GE ART“; საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის; ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრის
მხარდაჭერით, ჩატარდა ტრადიციად ქცეული საერთაშორისო სამეცნიერო
ქორეოგრაფიული კონფერენცია.
სამეცნიერო კონფერენციის მიზანია
ხელი შეუწყოს კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ახალ
ეტაპზე გადაყვანას, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური
კვლევების მასშტაბების გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის
გადარჩენის ამოცანათა გადაჭრას.
კონფერენცია UNESCO-ს ცეკვის
საერთაშორისო საბჭოს (CID) პრეზიდენტმა ბატონმა ალკის
რაფტისმა გახსნა: „საქართველოს არამატერიალური კულტურა
წინარექრისტიანულ ეპოქაში იღებს სათავეს და დღემდე პირველქმნილი
სახითაა მოღწეული. დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს ქართული კულტურული ფასეულობების შენარჩუნება,
დაცვა და პოპულარიზაცია, ლოტბართა და ქორეოგრაფთა გადამზადება, ახალი
თაობების აღზრდა. ამდენად მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული შესწავლა და
გაანალიზება, რასაც ემსახურება ქორეოგრაფთა ფორუმი, რომელიც უკვე
ტრადიციად იქცა. დარწმუნებული ვარ იგი დიდ წვლილს შეიტანს ქართული
კულტურული ფასეულობების წარმოჩენისა და მოვლა-პარტონობის
საპასუხისმგებლო და კეთილშობილურ საქმეში,“- აღნიშნა მან.
საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის მომხსენებლები:
უჩა დვალიშვილი _ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
პროფესორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის
ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი.
თემა: „ჯანსულოს
შინაარსობრივი პლასტები“;
ეკატერინე გელიაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ა(ა)იპ ეროვნული
ქორეოგრაფიის ცენტრის „NCC GE ART“ გენერალური დირექტორი. თემა: „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა
ქორეოგრაფიულ სექტორზე საქართველოში“;
ალეკო გელაშვილი _ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ქორეოგრაფი, ქორეოლოგი, ქორეოგრაფიული სტუდიის „მწყობრი"
ხელმძღვანელი. თემა: "ქართული ტრადიციული როკვებიდან ქორეოგრაფიულ
ფანტაზიებამდე";
ანა ღვინიაშვილი - ქორეოგრაფიის მაგისტრი, ცეკვის
სპეციალური პედაგოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ინკლუზიური ცეკვის განვითარების
ცენტრის ხელმძღვანელი. თემა: ,,ინკლუზიური ცეკვის დისტანციური
გაკვეთილის ხარისხის კვლევა";
ვიქტორია ხარატიშვილი _ ქორეოგრაფიული ხელოვნების
მაგისტრი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის
პედაგოგი, ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლომისი" ქორეოგრაფი.
თემა: „თანამედროვე ტენდენციები ქართულ ქორეოგრაფიაში, ცეკვა როგორც
არტ თერაპია“;
სესილი დავითაძე- ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის
პედაგოგი, მსახიობ-მოცეკვავე. თემა: „ქართველ ბალეტმაისტერთა
წვლილი თანამედროვე ბალეტის ისტორიაში“; სალომე ტყებუჩავა - რეჟისორი
და
პროდიუსერი; იოელენა ტყებუჩავა, სცენარისტი. თემა - „დოკუმენტური ფილმი - ქართული ცეკვა“ (ფილმის ისტორია).
პროდიუსერი; იოელენა ტყებუჩავა, სცენარისტი. თემა - „დოკუმენტური ფილმი - ქართული ცეკვა“ (ფილმის ისტორია).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
მურმან გამისონია- ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი;
თეონა ნადირაძე - ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის პასუხისმგებელი მდივანი
ანაჰიტ სარიბეკიანი - UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID) ვანაძორის სექციის პრეზიდენტი (სომხეთი); ცეკვის მკვლევარი/მასწავლებელი/MBA; მოცეკვავე; ქორეოგრაფი/კოორდინატორი - ბერძნული ცეკვის თეატრი, დორა სტრატოუ, უძველესი ბერძნული ცეკვის ჯგუფი; ანა სარის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი; სოფიკო ლობჟანიძე _ ფოლკლორის ცენტრის პროექტების მართვის ხელმძღვანელი;
მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი
ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები, ჰუმანიტარული და
სოციალურ-პოლიტიკური დარგის სხვა სპეციალისტები.