სამეცნიერო-თეორიული და მეთოდურ-პრაქტიკული კონფერენციის პროგრამა გაიმართება


ამა წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე ააიპ კულტურის ინსტიტუტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს აჭარის ქორეოგრაფების სამეცნიერო-თეორიული და მეთოდურ-პრაქტიკული მხარდაჭერა.
 
მხარდამჭერი ორგანიზაციები:

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია; UNESCO International Dance Council (CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია- EAFF; კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“.
 
კონფერენციის მიზანი:
 
პროექტი დისტანციური განათლების გზით დაეხმარება აჭარის ფოლკლორულ საცეკვაო სტუდიებში თვითდასაქმებულ ქორეოგრაფებს, რომლებსაც გლობალური პანდემიისგან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ. ამ ქორეოგრაფებისათვის კულტურის ინსტიტუტი უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების კურსს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი უნარების ზრდას, სპეციფიკური კომპეტენციების გამომუშავებას. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. დისტანციურად ჩატარდება, ასევე, მასტერკლასები პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავეების და ქორეოგრაფების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის წამყვან ანსამბლებში ცეკვავენ ან ცეკვავდნენ. ეს მასტერკლასები დაეხმარებათ პროექტის ბენეფიციარებს გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს ქორეოგრაფიის სფეროში, გაათანამედროვონ საკუთარი სწავლების მეთოდიკა მოზარდებთან მუშაობის დროს.

კონფერენციის ლექტორები:

1. ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი - პროფესორი ემერეტუსის აკადემიური წოდებით, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, "ღირსების" ორდენის კავალერი, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ნორვეგიის ქალაქ – ჰამერფესტის საპატიო მოქალაქე;

alt

2. უჩა დვალიშვილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, "ღირსების" ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის "რაინდის" ორდენისა და ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის მფლობელი, ქ. თბილისის მერიის "კულტურის ამაგდარის" წოდების მფლობელი.

alt


3. ვიქტორია ხარატიშვილი - ქართული- ხალხური ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი (ბაკალავრის აკადემური ხარისხი) ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი, ა(ა) იპ. კულტურის ინსტიტუტის , სადადგმო ხელოვნების პედაგოგი, სახალხო-სანიმუსო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომისი“-ს დამდგმელი ქორეოგრაფი,  მეგა 2017-ის მფლობელი, ინდური კლასიკური ცეკვის სპეციალისტი (სტილი ბჰარატა-ნატიამი), 2015 წლის საუკეთესო ქორეოგრაფის ტიტულის მფლობელი;

alt
4. დიანა ბლიაძე - დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ქართული- ხალხური ცეკვის ანსამბლი ,, მამულის “ მსახიობ-მოცეკვავე , შემდგომ რეპეტიტორის თანამდედობაზე, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის აკადემურ დასში მსახიობ-მოცეკვავე, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, თოლიგეს “ ხელმძღვანელი

alt

5. გოგიტა თათულაშვილი - ,,წმინდა გიორგის ორდენოსანი“ , საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ,,ამაგდარის“ მფლობელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ქართული- ხალხური ცეკვის ანსამბლი ,, მამულის “ მსახიობ-მოცეკვავე , ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის აკადემურ დასში მსახიობ-მოცეკვავე, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, აისის “ ხელმძღვანელი, ,, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ნართების,, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი;

alt

კონფერენციის ორგანიზატორები:

1. მურმან გამისონია - კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ „არტ-ფოლკისა“ და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს ქორეგრაფთა კავშირის „ამაგდარისა“ და „ბრწყინვალების“ ორდენების მფლობელი, ქ. თბილსის მერიის „კულტურის დესპანის“ წოდებისა და მედლის მფლობელი, UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი და აკადემიკოსი, პერსონა 2019, მეგას 2019 მფლობელი.

alt


2. მამუკა გამისონია -ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძვნებელი და დირექტორის მოადგილე;

alt
3. ზურაბ ბენდიანიშვილი - ა(ა)იპ სამოქალაქო ფორუმის დამფუძნებელი და პროგრამების მენეჯერი;

alt

4. თეონა ნადირაძე - დავამთავრე ქ. თბილისის ა. ჩიმაკაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სკოლის შვიდი კლასი, დავამთავრე ი.სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სტუდიის სრული კურსი, დავამთავრე უნივერსიტეტი ,, გეომედი,, სტომატოლოგი, ანსამბლი ,, მეტეხი,, - მსახიობ - მოცეკვავე, ანსამბლი ,, სამაია,, - მსახიობ - მოცეკვავე, სამსიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ნართები,, - მსახიობ-მოცეკვავე , ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის პასუხისმგებელი მდივანი.


alt


*დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ტელ: +995 32 2060821;
მობ: 995 593 148326; +995 599556928; 
მის: ქ.თბილისი ცოტნე დადიანის 26
www. artfolk.ge