ოთარ მიქელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამთ


კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის" დირექტორის ბატონი ოთარ მიქელაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ოთარი გახლდათ საქართველოს კულტურის სამინისტროს ქურუმის წოდების მფლობელი, ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქე. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში 2014 წლიდან ბატონი ოთარის ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა: გაიხსნა ანსამბლის მუზეუმი, შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „დაარსებიდან დღემდე“, რომელიც ანსამბლის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა; ანსამბლს მიენიჭა აკადემიური ანსამბლის სტატუსი და სახელი „არსიანი“; ანსამბლმა მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება.

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი უსამძიმრებს ოთარ მიქელაძის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ქორეოგრაფიულ საზოგადოებას. ბატონი ოთარის გარდაცვლება უდიდესი დანაკლისია ჩვენი რეგიონის კულტურისთვის.