ქართული ცეკვა ქართულ მრავალხმიან სიმღერასთან ერთად ჩვენი კულტურის განუყოფელი და ფასდაუდებელი საგანძურია

ქართული ცეკვა ქართულ მრავალხმიან სიმღერასთან ერთად ჩვენი კულტურის განუყოფელი და ფასდაუდებელი საგანძურია. სამწუხაროდ, ბოლო დროს გახშირდა ქართული ცეკვის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მსგავს ფაქტებს, უხეშ ჩარევებს და პლაგიატს ადგილი აქვს საზღვარგარეთ მოღვაწე ქორეოგრაფებისგან. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ინიციატივით გამოდის, ქართული ქორეოგრაფიული საგანძურის გადასარჩენად დაიწყოს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც მიგვიყვანს იუნესკოს მიერ ქართული ხალხური ცეკვის საერთაშორისო აღიარებამდე და არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. ამისთვის საჭიროა უძველესი ქართული ქორეოგრაფიული ნიმუშების კვლევა, აღნუსხვა. ფოლკლორის ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს ჩაატაროს ექსპედიციები და ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაო, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ქართული ცეკვის შებღალვა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი კულტურა, რაც წინაპრებისგან ხშირად საკუთარი სისხლის ფასად გადმოგვეცა.


Georgian dance together with our polyphonic song is an inseparable part of our culture and an invaluable treasure. Unfortunately, the attitude towards Georgian dance has recently increased, which in some cases has even turned into insults. It is even more unfortunate that similar facts, gross interference and plagiarism take place from choreographers working abroad. The Anzor Erkomaishvili Folklore State Center has taken the initiative to start all the procedures that will lead to the international recognition of Georgian folk dance by UNESCO and the granting of the status of intangible cultural monument in order to save the Georgian choreographic treasure. For this it is necessary to study and mark the ancient Georgian choreographic samples. The Folklore Center is ready to carry out expeditions and all the necessary preparatory work in order not to repeat the profanation of Georgian dance in the future and to preserve our culture for future generations, which we often passed on from our ancestors at the cost of our own blood.

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre