გილოცავთ დედის დღეს!

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედა — სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე.


კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი ყველა დედას გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას! გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მისცეთ მათ მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად!