კულტურის
ინსტიტუტის დირექტორის, მურმან გამისონიას ინფორმაციით, საქართველოს
მოქმედ კანონმდებლობაში შესული ცვლილების საშუალებით, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს პროფესიული გადამზადების პროექტი საშუალებას
იძლევა მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფ-რეპეტიტორებმა დაჩქარებული
სასწავლო კურსი გაიარონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ.
„საქართველოში სამი ათასამდე ქორეოგრაფი და ქორეოგრაფ-რეპეტიტორი
მოღვაწეობს. მათ შორის უმაღლესი ან პროფესიული განათლება 10-15
პროცენტს თუ აქვს მიღებული. მათი დადგმული ცეკვები გამორჩეული მაღალი
დონით და გემოვნებით გამოირჩევა. უმრავლესობას წლების განმავლობაში
სხვადასხვა სკოლასა თუ სტუდიაში აქვს ცეკვა ნასწავლი. სასცენო
კარიერის დასრულების შემდეგ, ისინი როგორც ყოველთვის აგრძელებენ
პედაგოგ-რეპეტიტორებად მოღვაწეობას, თუმცა შესაბამისი განათლება არ
აქვთ და ხარისხსა თუ გემოვნებაზე მძიმედ აისახება. შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტეტს კი აქვს
ქორეოგრაფიის ფაკულტეტი, თუმცა მიღება ყოველ წელს არ ხდება. გარდა
ამისა, ყველა მოცეკვავე ვერ ახერხებს აკადემიური ან საბაკალავრო
განათლების მიღებას და აქედან გამომდინარე ქორეოგრაფთა
განათლება-გადამზადების საკითხი ამ დრომდე პრობლემა იყო. ახლა კი,
საშუალება გვეძლევა ამ დარგში დასაქმებულებმა მიიღონ შესაბამისი
თეორიული და პრაქტიკული განათლება. ჩვენთან აუცილებელი მოთხოვნაა
სტუდენტმა შეისწავლოს და დადგას ქართული ცეკვები, მსოფლიო ხალხთა
ცეკვები, კლასიკური ცეკვა, ცალკე საგნად აფხაზური ცეკვა, სამეჯლისო
ცეკვა. პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, თეორიულ კურსზე შეისწავლება
სადადგმო ხელოვნება; ქორეოგრაგრაფიული ხელოვნების ისტორია; მუსიკის
თეორიის საფუძვლები. საგანთა ამგვარი შერწყმა მომავალ ქორეოგრაფს
აძლევს საშუალებას, იცოდეს, როგორც ცეკვის სხვადასხვა სახეობის
დადგმა, ისე მუსიკისა და კომპოზიციების შერწყმა და კომპლექსურად
შეკვრა; გამომდინარე იქიდან, რომ მათ მომავალში მოუწევთ ბავშვებთან
მუშაობა, ინსტიტუტში ისწავლება საგანი - პედაგოგიკის საფუძვლები და
სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია; ინგლისური; წერისა და მეტყველების
კულტურა. კურსდამთავრებულებს მომავალში მოუწევთ დამოუკიდებლად მართონ
თავიანთი საქმე, ამიტომ დავამატეთ სასწავლო მიმდინარეობები:
მენეჯმენტის საფუძვლები; ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, რაც
საშუალებას მისცემს სტუდენტებს გამოიმუშაონ მენეჯერული უნარ-ჩვევები.
ჩვენთან აღნიშნულ სწავლებას 850 საათი დაეთმობა.“-აღნიშნა მურამ
გამისონიამ.
მისივე
ინფორმაციით, კულტურის ინსტიტუტში მზადდება ახალი საგანმანათლებლო
პროექტი ლოტბარებისთვის, რომელსაც წარუდგენენ განათლების და
მეცნიერების სამინისტროს, რომლის დამტკიცებისთანავე კულტურის
ინსტიტუტი დაიწყებს ლოტბარების გადამზადების კურსის
განხორციელებას.
„ჩვენი კონსერვატორია აკადემიურ განათლებას იძლევა, თუმცა ჩვენთან ამ ახალი კურსით უმოკლეს დროში გაივლიან მსმენელები თეორიულ-პრაქტიკულ კურსს და მათ შესაბამისი სერტიფიკატი გადაცემათ“-განაცხადა მურმან გამისონიამ.
კულტურის ინსიტუტი 2019 წლიდან UNESCO ქორეოგრაფთა საბჭოს წევრია.
https://info9.ge/kultura/259076-saqarthveloshi-mocekvaveebisa-da-qoreograf-repetitorebis-gadamzadeba-stsavlebis-kursi-daitsyo.html?lang=ka-GE
https://ipress.ge/new/saqarthveloshi-motsekvaveebisa-da-qoreograph-repetitorebis-gadamzadeba-stsavlebis-kursi-daitsqho/?fbclid=IwAR3PSIN8mZrJV2rGhKW6zBMkxButzQWrvAaakIfVE8lbMWx0jsvEixeuEiA
https://primetime.ge/news/kultura/saqartveloshi-motsekvaveebisa-da-qoreograf-repetitorebis-gadamzadeba-stsavlebis-kursi-daitsyo?fbclid=IwAR00fBrN-9wXefelcMBRH5-iQqZ6r8I88Ew05Q9yzrRdhKQzNfkaOGwfgKI