კიდევ ერთი წარმატებული პროექტი.

კულტურის ინსტიტუტის დირექტორის მურმან გამისონიას, კულტურის ინსტიტუტის ქართული ცეკვის პედაგოგის სერგო გეგჭკორის და აფხაზეთის ქორეოგრაფთა კაშირის თავმჯდომარის თემურ დარჯანიას ინიციატივით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მოცეკვავეებისა და მომღერლების ანსამბლი ჩამოყალიბდა. სამი თაობის მოცეკვავეებმა მოკლე ხანში სამი ქორეოგრაფიული ნომერი უკვე დადგეს. ისინი რეპეტიციებზე სიხარულით მოდიან და პროფესიას, რომელსაც ცხოვრების შეგნებული ნაწილი მიუძღვნეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. იხსენებენ განვლილ შემოქმედებით გზას და მომავალს იმედის თვალით უყურებენ. ვეტერანი ხელოვანების საინტერესო და სამომავლო გეგმებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ რეპირტაჟს ამზადებს, რომელიც ეთერში მომდევნო დღეებში გავა და კონკრეტული თარიღიც დაანონსდება...