შოთა რუსთაველის სახ.თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პირველმა კურსმა შუალედური სასემესტრო გამოცდისთვის პრაქტიკული ნაშრომები მოამზადა. კერძოდ, კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარმოდგენილი იყო საცირკო სანახაობრივი ჟანრის 15 ეტიუდი. გამოცდას კულტურის ინსტიტუტის სტუდენტები და მომავალი დამდგმელი ქორეოგრაფებიც ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი კულტურის ინსტუტში ქორეოგრაფების შუალედურ ლექსიებს დაესწრონ და სამომავლოდ ჩატარდეს ერთობლივი ვორქშოფები, სადაც მოხდება სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარება.