19 იანვარს ნათლისღების ბრწყინვალე
დღესასწაულს კულტურის ინსტიტუტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით
მოგილოცავთ! გადაცემაში "სხვა რაკურსი" - გია ჯაჯანიძესთან ერთად.
ჩვენი ინსტიტუტის ნიჭიერმა პირველკურსელმა სტუდენტებმა, რომლებიც უკვე
ანსამბლ " არტ საქართველო დიოსკურიას" წევრები არიან, ცეკვა "აფხაზური
გლეხური" შეასრულეს. ჩვენი ინსტიტუტის ანსამბლის წარმატება
სტუდენტების გარდა, ქორეოგრაფების სერგო გეგეჭკორის და ბიანა
დარასელიას დამსახურებაა... მათი დადგმული "აფხაზური გლეხური"
საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ცენტრის ფესტივალის გამარჯვებულიცაა.
ჩვენს ინსტიტუტში სწავლა პრესტიჟული და პერსპექტიულია. ჩვენი
პრიორიტეტი მაღალი ხარისხის განათლება და ნიჭიერი თაობის ხელშეწყობაა!
კულტურის ინსტიტუტის და ინსტიტუტთან არსებული ანსამბლების
მონაწილეობით უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი კონცერტი და
ტელეგადაცემის მომზადება იგეგმება.