სახელმწიფო სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

2023 წლის 29 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა სახელმწიფო სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, სადაც მონაწილეობენდნენ: კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "არტ-საქართველო" (პედაგოგ-ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია, ტატიანა ნიქაბაძე), სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "ლათინ ჰოლი" (პედაგოგ-ტრენერები ზურაბ კიკაბიძე, ხათუნა ოქიტაშვილი) ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ჩანგი“ (პედაგოგი ნანა ბრეგაძე) საღამო მიჰყავდა პაატა თედიაშილს. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ: დალაქიშვილი ნანი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქეთევან ციხისელი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, დვალიშვილი უჩა - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქართველიშვილი - საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემის პრეზიდენტი. ღონისძიების მსვლელობის დროს კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელებს გადაეცათ სახელმწიფო სერთიფიკატები.