ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე
შეიქმნა თვითმოქმედი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
ანსამბლის „უფროსი თაობა“, ამ ანსამბლის შექმნის მიზანი იყო, ყოფილ
პროფესიონალ მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფს გაეგრძელებინა საყვარელი
საქმე, შეექმნა საკონცერტო პროგრამა და კულტურის სფეროში დაგეგმილ
სხვადასხვა (მათ შორის საქველმოქმედო) ღონისძიებებში მიეღო
მონაწილეობა, დაეინტერესებინათ საზოგადოება, აფხაზეთიდან დევნილი
მოსახლეობა თავიანთი შემოქმედებით, დაემყარებინათ კონტაქტები აფხაზ
მეგობრებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, რადგან ძირითადი ხაზი
პროგრამისა უნდა ყოფილიყო აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
ანსამბლის პირველი წარდგენა
მაყურებელთან შედგა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სადაც ტარდებოდა ოსური ცეკვების
მასტერკლასი. ანსამბლმა მოწვევა მიიღო თქვენგან და ღონისძიების
ორგანიზატორის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელის
უჩა დვალიშვილისგან.
ამას მოჰყვა რუსთაველის თეატრში 13
დეკემბერს გამართული საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, სადაც
ანსამბლმა მოწვეული სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
2023 წლის 11 თებერვალს, ქალაქ
ერევანში, ვანუშ ხარამიანის სახელობის ფესტივალში, ანსამბლმა
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ამავე სამინისტროს
სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებით
მიიღო მონაწილეობა.
2023 წლის 18-19 მარტს ანსამბლმა
მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდში გამართულ გალა კონცერტში „მაესტრო
90“, რომელიც ეძღვნებოდა რეზო ბულიას (ანსამბლ „ჩელას“ დამაარსებელი)
დაბადების 90 წლის იუბილეს. კონცერტამდე ანსამბლის წევრებმა, ასე
ახლოს მყოფებმა მშობლიურ კუთხესთან, ენგურის ხიდთან, მოგონებებით,
ცრემლებით და სპონტანურად მოწყობილი მცირე ფლეშ-მობით, რომელიც,
ამავდროულად, გზავნილს წარმოადგენდა ჩვენი აფხაზი დებისა და
ძმებისთვის, ცეკვა „აფხაზური“ და „ქართული“ მიუძღვნეს აფხაზეთს.
2023 წლის 23 მაისს ანსამბლი სოლო
კონცერტით, სლოგანით - „ჩვენ სიმღერა, ცეკვა, ხელოვნება
გვაერთიანებს“, წარსდგა მაყურებლის წინაშე სრული პროგრამით თბილისში
მდებარე საკონცერტო დარბაზ „თბილისი არტ-ჰოლში“. კონცერტს ესწრებოდნენ
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. ამავე კონცერტზე ანსამბლის
წევრები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.
2023 წლის 19 ივნისს ანსამბლმა
კიდევ ერთი სოლო კონცერტი გამართა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
კონცერტი გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2023 წლის 21 მაისს, სოხუმის
დრამატულ თეატრში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა. აფხაზეთის დღისადმი
მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, „არტ-გალერეაში“ მოეწყო აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
პროექტის „კადრები აფხაზეთიდან“ გამოფენა, რომელიც უკვე მესამე წელია
ტრადიციულად „აფხაზეთის დღეს“ იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო
აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მცხოვრები ცნობილი
ადამიანების, დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტომასალა. ღონისძიების
ფარგლებში, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე კულტურის ინსტიტუტის
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა
წარსდგა.
2023 წლის 2 ივლისს ანსამბლმა
მონაწილეობა მიიღო ,,არტ-გენის“ ფესტივალში.
2023 წლის 22 სექტემბერს ანსამბლმა
მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის
განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ცისკარი“ სახელობითი
ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
2023 წლის 17 ნოემბერს ანსამბლი
მაყურებლის წარსდგა ქ. თბილისში, პროფკავშირების სასახლეში, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის
ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცისკრის“ მიერ ორგანიზებულ სოლო
კონცერტზე.