საქართველოს არამატერიალური
კულტურა წინარექრისტიანულ ეპოქაში იღებს სათავეს და დღემდე
პირველქმნილი სახითაა მოღწეული. მსოფლიო კულტურის საგანძურის მშვენება
- მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ავთენტურობით გამორ-ჩეული
ქორეოგრაფია კდემამოსილების, ღირსების, ვაჟკაცობის, გაუტეხელობის,
გონიერების, ინდივიდუალობის საგალობელია, რავალჭირვარამგადატანილი
საქართველოს ისტორიაა, ჟინი და სწრაფვაა სიკეთისა და
თავისუფლებისაკენ. ქართული ცეკვის ცეცხლოვან ტემპერამენტსა და
ღრმაშინაარსიან ფილოსოფიურ პლასტიკას აღფრთოვანებაში მოჰყავს მსოფლიო.
იგი გარკვეულწილად მშვიდობის დესპანიცაა. დღევანდელი გლობალიზაციის
ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული კულტურული
ფასეულობების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია, ლოტბართა და
ქორეოგრაფთა გადამზადება, ახალი თაობების აღზრდა. ამდენად
მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული შესწავლა და გაანალიზება, რასაც
ემსახურება ქორეოგრაფთა ფორუმი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.
დარწმუნებული ვარ, იგი დიდ წვლილს შეიტანს ქართული კულტურული
ფასეულობების წარმოჩენისა და მოვლა-პატრონობის საპასუხისმგებლო და
კეთილშობილურ საქმეში.