მილენ შოუ-ბალეტი 25 წლის


მიმდინარე წლის 8 აპრილს კულტურის ინსტიტუტის ცეკვის ანსამბლი „არტ-საქართველო“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი” მიწვევულ იყვნენ ქ. ერევანში მილენ შოუ-ბალეტის 25 წლის საიუბილეო საღამოზე.

საიუბილეო საღამოსა და თანამშრომლობის ფარგლებში, მალატია-სებასტიის ადმინისტრაციული რეგიონის ხელმძღვანელი რომიკ მხითარიანი შეხვდა კულტურის ინსტიტუტის დირექტორს მურმან გამისონიას და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ანსამბლი "გუმბათის" სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო კიკვაძეს.

საღამოს მილენის შოუ-ბალეტის 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც წარმოადგინეს საცეკვაო სპექტაკლი "ახალი კილიკია" მილენის შოუ-ბალეტის ულამაზესი შესრულებით. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგა საქართველოს კულტურის ინსტიტუტის ცეკვის ანსამბლი „არტ-საქართველო“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”. პოპულარული და აღიარებული არტისტები რუზან ავეტიკიანი, არტაშეს მკრტჩიანი. საკონცერტო საღამოს უძღვებოდა პოპულარული შოუმენი სამველ გრიგორიანი.