გია ყანჩელი
გიორგი ყანჩელი


ოფიციალური სახელი:              გიორგი ყანჩელი

დაბადების თარიღი:  10 აგვისტო, 1935

გარდაცვ. თარიღი:      2 ოქტომბერი, 2019  (84 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:              დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია:      კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1972-1990 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი; 1991-1992 წწ. გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD), 1995-1996 წწ. ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი; განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო", მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა; ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა "და არს მუსიკა"(1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); "სევდა ნათელი" – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III" (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., - 1998-1999. - გვ. 336; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, I მდივანი (1984-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1995 - ღირსების ორდენი

1988 - სსრკ სახალხო არტისტი

1987 - პრიზი "ნიკა", კინომუსიკისათვის

1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია

საქართველოს სახალხო არტისტი