ნინო რამიშვილი
დაბადების თარიღი: 19 იანვარი, 1910 წ
გარდაცვ. თარიღი: 6 სექტემბერი, 2000 (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: არტისტი, მოცეკვავე, ქორეოგრაფიული
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში 1922-1927წწ.
1927 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის
კორდებალეტში; ასრულებდა პარტიებს შორის ქართულ ოპერებში (ზ.
ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი",
დოლიძის "ცისანა", არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველში");
1936-1945წწ. საქართველოს ფილარმონიის ხალხური ცეკვის ანსამბლის
წამყვანი მოცეკვავე; 1939-1941წწ. სსრკ შინსახკომის ანსამბლის
სოლისტი; 1945-1972 წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო
ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, 1985 წლამდე ქორეოგრაფია და სამხატვრო
ხელმძღვანელი (ი. სუხიშვილთან ერთად); ნ რამიშვილის საშემსრულებლო
ხელოვნებას ახასიათებს მაღალი პროფესიული ოსტატობა, ქალური სინაზე და
უბრალოება, ხელების განსაკუთრებული გამომსახველი მოძრაობა; არის
ქართული ცეკვის ერთერთი საუკეთესო შემსრულებელი; მის მიერ შესრულებული
ცეკვებია: "ჯეირანი", "მუხამბაზი", "მთიულური", "სამაია".
ბალეტმაისტერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ
.299
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1952 - საქართველოს სახალხო არტისტი
1949 - სტალინური პრემია
1936 - სსრკ სახალხო არტისტი
ოქროს მედალი, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე
ფესტივალი
ლენინის ორდენი
რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენი
ბიბლიოგრაფია
სამშობლოს სახელით: მოკლე მიმოხილვა (თანაავტორი). - თბილისი,
საბჭო. საქართველო, 1961. - 53 გვ.