თენგიზ უთმელიძე
დაბადების თარიღი: 24 მაისი, 1938 (82 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე,
ჟურნალისტი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 1966 წელს (ჟურნალისტიკა).
ქართული ხალხური ცეკვები სწავლობდნენ ჯერ მ. რაქვიაშვილთან,
შემდეგ თბილისის პიონერთა და სტუდენტთა სასახლეში რ. ჭოხონელიძის
ხელმძღვანელობით; 1957 წ. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის მიწვევით
გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; განსაკუთრებული
აღიარება მოუტანა ცეკვამ "ქართული", რომელსაც ნ. რამიშვილთან ერთად
ასრულებდა; 1962-1970წწ. იყო "საქინფორმისა" და გაზეთ "კომუნისტის"
სპეც კორესპონდენტი საზღვარგარეთ; ღვაწლი მიუძღვის "სუხიშვილების"
ანსამბლის ისტორიის გამოყენება; შექმნა ანსამბლის საგასტროლო
ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე; 1972-1974წწ. მუშაობდა
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში; 1974-1988წწ. საქართველოს უმაღლესი
და სპეციალური სწავლება; 1988-1989წწ. სახალხო განათლების
სამინისტროში; 1989-2001წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროში; 2001
წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო - ეროვნული
კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წ. ავტორია მრავალი
პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ - დოკუმენტური ნოველის, ბროშურის;
გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის
აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ; არაერთი კონკურსისა და
ფესტივალის მოთავე და ორგანიზაცია; 2005 წელს დააჭირეთ "ქართული
ქორეოგრაფიის დღე" (ყოველწლიურად 11 ივნისი); მონაწილეობდა კინოფილმში
"ეთერის სიმღერა" (1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე); გასტროლები:
მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბ., 2015.
- გვ. 454
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1996 - ღირსების ორდენი
1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი