იამზე დოლაბერიძე
დაბადების თარიღი: 7 დეკემბერი, 1939 (81 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე
ბიოგრაფია
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული
სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების
ფაკულტეტი 1972 წელს.
1958-1960წწ. ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო
დასში; 1960-1975წწ. იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი
და მხატვარი; ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს; 1979-2010წწ.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში,
მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში"; ქართული ხალხური
ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო
პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი"; ოპერისა და
ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და
ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე"; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი
აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა"; ბალეტის
მსახიობი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. –
გვ.469
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
• 1996 - ღირსების ორდენი
• 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი