ილიკო სუხიშვილი
ილიკო სუხიშვილი
ოფიციალური სახელი: ილია სუხიშვილი
დაბადების თარიღი: 4 აპრილი, 1907
გარდაცვ. თარიღი: 24 მარტი, 1985  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: მოცეკვავე
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
 
მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში; სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში; დაამთავრა ქართული ხალხური ცეკვების სტუდია 1926 წელს.
 
ქართული ხალხური ცეკვების სტუდიის დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავეა, მოგვიანებით კი სოლისტი და დამდგემელ-ქორეოგრაფი; საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში(რუბინშტეინის "დემონი", გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პროკოფიევის ბალეტი "კუზიანი კვიცი") და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად; 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე; 1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია; სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის - "აბესალომ და ეთერსა" და "დაისში"(თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის "ქეთო და კოტეში"(კიევი), ქართული ცეკვები საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში(ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი); მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი "კავკასიელი ტყვე"(კიევი); ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როდესაც მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა; იგი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა; ქორეოგრაფი.
 
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.327; https://ka.wikipedia.org/wiki/ილიკო_სუხიშვილი
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1965 - ლენინის ორდენი
1935 - ხალხური ცეკვის პროფესიულ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალი, მედალი (ლონდონი)
სახელმწიფო პრემია
საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი
სსრკ სახალხო არტისტი