ოფიციალური სახელი: ლაუზ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი: 21 ივნისი, 1937 (83 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.
ცეკვა დაიწყო აჭარის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში გ.
ჩიხლაძის ხელმძღვანელობით; 1955–1956წწ. იყო აჭარის სიმღერისა და
ცეკვის ანსამბლის, ქართული ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის(ქორეოგრაფი
გ. დარახველიძე) მოცეკვავე; 1963–1970წწ. მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა
ანსამბლებში, მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურის სახლის ხელმძღვანელი და
მთავარი ქორეოგრაფი; 1974 წლიდან თბილისის ხალხური ცეკვის სახელმწიფო
სკოლა–სტუდიის დირექტორის მოადგილე და ცეკვების დამდგმელი;
1975–1978წწ. თბილისის საქალაქო, რესპუბლიკური, საერთაშორისო
ღონისძიებების მთავარი ქორეოგრაფი; 1978–1980წწ. დამასკოში(სირია)
ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონსულტანტი; 1980–1983წწ. ჯ. ჭკუასელთან
ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; 1981
წელს დააარსა ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდია, იყო მისი პირველი
დირექტორი; 1983 წელს თბილისის პიონერთა სასახლეში პედაგოგი; დააარსა
ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერანი",(გასტროლები 30–მდე ქვეყანა, მრავალი
ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი); საქართველოს ქორეოგრაფიულ
მოღვაწეთა ერთ–ერთი დამფუძნებელი; თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის
კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტთან
არსებული ფოლკლორული კომპლექსის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;
ცეკვების დადგმები: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი(დრამატულ თეატრებში,
კინოფილმებში).
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.
– გვ.566
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1997 - ღირსების ორდენი
1996 - ღირსების ორდენი
1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1972 - ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსი,
ლაურეატი, ცეკვა "ქართულის" შესრულებისათვის
1962 - ჰელსინკის ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალი,
პირველი ხარისხის მედალი, დიპლომი და ოქროს მედალი
სამეცნიერო
წოდება :
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
პროფესორი ემერეტუსის აკადემიური წოდებით