დაბადების თარიღი: 1 მაისი, 1939 (81 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის
რაიონი.
დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო კულტსაგანმანათლებლო
სასწავლებელი(ქორეოგრაფის სპეციალობით).
იყო მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლის მოცეკვავე(მხატვრული ხელმძღვანელი მ. ჩხიკვიშვილი, მთავარი
ქორეოგრაფი ე. ხაბაძე); 1972-1985წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო
კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ცეკვის კომპოზიციის პედაგოგი;
1990-2004წწ. მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი; 1992 წელს
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე ჩამოყალიბდა
ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის(ამჟამად, ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრი) საბალეტო დასი, რომელსაც თემურ ბიბილეიშვილი
ხელმძღვანელობდა; 2004 წელს მან აჭარაში დააარსა ბავშვთა პირველი
სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხორუმი", რომელმაც მრავალი ჯილდო
მოიპოვა, 2006 წელს ანსამბლს "სახალხო ანსამბლის" წოდება მიენიჭა; მან
აღზარდა მოცეკვავეთა თაობები; მისი ცეკვები საოპერო დადგმებში:
ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში განხორციელებული პირველი საოპერო
დადგმების ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", რ. ლაღიძე "ლელა"-ს
დამდგმელი ქორეოგრაფი; დაჯილდოვებულია 14 ოქროს მედლით, მსოფლიო
ფესტივალების ლაურეატი(1980, ბერლინი. 1985,
კარლ-ბარქს-სტადტი).
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.
– გვ. 78
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2001 - ღირსების ორდენი
1990 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი