უჩა დვალიშვილი
უჩა დვალიშვილი
 
დაბადების თარიღი: 1953  (67 წლის)
კატეგორია: პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
 
დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1974 წელს.
 
1974-1976წწ. იყო ვოლგისპირეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე; 1976-1980წწ. სწავლობდა კუიბიშევის კულტურის ინსტიტუტში, 1980-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის, ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგი(ქორეოგრაფია, ცეკვის კომპოზიცია); 1988 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, სადაც დააარსა ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა"; 1989 წელს აშშ-ში, კალიფორნიასა და ლოს-ანჟელესში იყო ქართული ცეკვის დამდგმელი და მასწავლებელი; 1992-2006წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის გამგე, 2004 წლიდან დოცენტი, 2005 წლიდან პროფესორი; დადგმული აქვს 40-მდე ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვა; რესპუბლიკური და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; ქართული ხალხური ცეკვის მკვლევარი.
 
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 147
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2010 - ფოლკლორის ეროვნული პრემია
2000 - ღირსების ორდენი