ავთანდილ თათარაძე
ავთანდილ თათარაძე
დაბადების თარიღი: 16 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი: 15 მაისი, 1998  (79 წლის ასაკში)
კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
 
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1933 წელს.
 
იყო ჯ. ბაგრატიონის ცეკვის ანსამბლის წევრი; 1937-1955წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი; ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის დაარსების ერთ-ერთი მოთავე; ქართული ცეკვის უძველესი ნიმუშების მომძიებელი, შემკრები, ჩამწერი, მკვლევარი; იწერდა აგრეთვე ტრადიციის, წესჩვეულებების, დღესასწაულების, თამაშობების ნიმუშებს; მისი დადგმული ცეკვები: "ქუდმარაობა", "იხინჭობა", "წართმევია", "კოხინჯრობა", "ბერიკაობა", "სახუმარო–სატრფიალო", "ფშაველ ქალთა ლხინი", "პატარა მწყემსები", "თამარ–დედოფალ", "კინტოური", "სვანური ფერხულების სიუიტა"; შექმნა ცეკვის ჩაწერის სისტემა; აღზარდა მრავალი მოცეკვავე.
 
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191
 
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ეროვნული აკადემია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე