დაბადების თარიღი: 27 ივნისი, 1913
გარდაცვ. თარიღი: 15 ივნისი, 1990 (76 წლის ასაკში)
კატეგორია: გამომგონებელი, ინჟინერი, მომღერალი, მოცეკვავე,
პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი უჩხუბი, ოზურგეთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი
1939 წელს.
1935 წელს დაიწყო ქორეოგრაფიული მოღვაწეობა; იყო ჯ. ბაგრატიონის
ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტი; 1937-1941წწ. დასავლეთ საქართველოს
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი; 1947-1972წწ.
ქ. მახარაძის, ქობულეთის, ქაქუთის, ახალციხის კულტურის სახლების
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ქორეოგრაფი; აღადგინა და დადგა
მრავალი მივიწყებული ქართული ცეკვა(შიპრობა, ფუნდრუკი, ფარცაკუკუ,
ფერხული, იდუმალა, ხორუმი, ვარძიობაძიობა); შექმნა ხალხური სანახაობა
"სეირი", საბავშვო ცეკვები "ცხენობანა", "წყაროსთან"; დადგა ცეკვები:
"კალმახობა", "ხერტლის ნადი", "ვაჟთა მთიულური"; 1965 წლიდან იყო
საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების მახარაძის
რაიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე; 1968 წელს ამ
საზოგადოების თაოსნობით ქ. მახარაძეში შეიქმნა ეთნოგრაფიული გუნდი,
სიმღერების(გურული), საგალობლების აღმდგენი და შემსწავლელი 4-წლიანი
სალოტბარო სკოლა, სადაც ლოტბართა და მომღერალთა თაობები აღიზარდა;
1973 წლიდან ხელმძღვანელობდა ქ. მახარაძის რაიონის სიმღერისა და
ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლს "იადონი"; ლოტბარი, კონსტრუქტორი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.
– გვ. 416; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბლოგი:
geofolkcentre.wordpress.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
საქართველოს სახალხო არტისტი