რევაზ ჭოხონელიძე
რევაზ ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი: 11 თებერვალი, 1938
გარდაცვ. თარიღი: 6 ნოემბერი, 2014  (76 წლის ასაკში)
კატეგორია: მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
 
1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე(ხელმძღვანელი გ. დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი(ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1967 წლიდან ანსამბლ "სალხინოს" ხელმძღვანელი, შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა ხალხური სიმღერის შემსრულებელთა ჯგუფი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით; 1971 წელს ანსამბლი "სალხინო" გადაკეთდა სახელმწიფო ანსამბლად და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი "რუსთავი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე); განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა"(საგალობლების თანხლებით), "ხორუმი"(სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; მოღვაწეობდა როგორც მთავარი ქორეოგრაფი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში "ერისიონი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი); გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული.
 
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
1997 - ღირსების ორდენი
1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი)
1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი)