ზაური ლაზიშვილი
ზაური ლაზიშვილი

დაბადების თარიღი: 21 .11.1939

კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი, თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ.ბათუმი

დაამთავრა რკინიგზის  25- საშუალო სკოლა;  

დაამთავრა  ბათუმის  პედაგოგიური ინსტიტუტის  (ისტორია-ფილოლოგიის ფაკუტეტი);

მოწოდებით  ფეხბურთელი  მე-7 კლასიდან დაეუფლა  ქართულ ცეკვებს;

პირველი მასწავლებლები იყვნენ: აბდულ დიასამიძე  და  გივი ჩიხლაძე;

 გივი ჩიხლაძემ გაუკვალა  და  გაუკაფა გზა  დიდი ქორეოგრაფიისკენ; 

1964 წლიდან  რეზო  ჭანიშვილთან ,  რეზო ჭოხონელიძესთან ,ჯუმბერი დონდუასთან   ერთად  ცეკვავდა  ბუხუტი დარახველიძის  ანსამბლში;

დედაქალაქიდან  ბათუმში დაბრუნდა  და  ქორეოგრაფობდა   ანსამბლ  ,,სალაღობოს,,.სადაც  განახორციელა დადგმა  მთიელ ქალ-ვაჟთა საზეიმო  და  მოხევურ-მთიულური ცეკვა , რომელიც  პირველად  გადაიღეს 1967 წელს  ,,დეფამ,,  (გერმანია) ფილმისთვის  ,,ჩემი მეგობარი სიბილა,,. 

1966 წლიდან ბათუმის  პიონერთა  პარკის, ანსამბლი   ,,გაზაფხულის,,- მთავარი  ქორეოგრაფი   გახლდათ.

 1976 -2004 წლებში იგი მუშაობდა ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორად, პარალელურად მოღვაწეობდა ქორეოგრაფ პედაგოგად, აღზრდილი ჰყავს არაერთი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი.

 1996 წლიდან დღემდე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა. 2011 წელს  მესამედ  აირჩიეს  ამ თანამდებობაზე.

 2016 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ არსიანის ეზოში გაიხსნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

 2018 წელს აჭარის  კულტურის  სამინისტორმ    80 წლის  იუბილე  აღნიშნა.

 ზაურ ლაზიშვილს სხვადასხვა დროს მიენიჭა: აჭარის დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო განათლების დამსახურებული მოღვაწის წოდება, გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ქორეოგრაფიის რაინდი, ბათუმის საპატიო მოქალაქე.

გამოქვეყნებული აქვს  მრავალი თეორიული, მეთოდურ-პრაქტიკული  შინაარისა  თუ  კრიტიკული  წერილები

ერილები