ელენე გვარამაძე
ელენე გვარამაძე
ოფიციალური სახელი: ლილი გვარამაძე
დაბადების თარიღი: 21 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1991  (78 წლის ასაკში)
კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
 
დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1930 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1934 წელს.
 
1922–1928წწ. სწავლობდა თბილისსი მარია პერინის სტუდიაში; 1930–1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის "კუზიანი ცხენი"), ტაო ხოას (გლიერის "წითელი ყვავილი"), ოდეტა–ოდილაიას (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), კიტრის (მინკუსის "დონ კიხოტი"), მარიას (ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), ესმერალდას (პუნის "ესმერალდა"), სილფიდის ("შოპენიანა"), იდორას (იანოვსკის "ფერენჯი"), მანიჟეს (ბალანჩივაძის "მთების გული"), ციალას (თაქთაქიშვილის "მაყვალა") და სხვ. როლები; 1947 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში; 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში; იყო ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო სექტორის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973).
 
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
ბიბლიოგრაფია
ქართული საცეკვაო ფოლკლორი (ავტორი). - თბილისი, 1997. - 256გვ.
ქართული ხალხური ქორეოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1957. - 168გვ.