დაბადების თარიღი: 22 ივლისი, 1944 (76 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე, ხელოვნების მუშაკი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის
ფაკულტეტი 1970 წელს.
1958 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების
სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1962–1982წწ. იყო
საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის
მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: "ყაზბეგური",
"ფარიკაობა", "მხედრული", "ხანჯლური", "შეჯიბრი". 1982–1985წწ.
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე;
1985–1986წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური
გაერთიანება "საქატრაქციონის" გენერალური დირექტორი; 1986–1987წწ.
საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი
რეჟისორი; 1987 წლიდან იყო ფირმა "მელოდიის" თბილისის განყოფილების
დირექტორი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.399
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1981 - საქართველოს სახალხო არტისტი