თენგიზ სუხიშვილი
თენგიზ სუხიშვილი
დაბადების თარიღი: 21 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი: 25 მარტი, 2007  (68 წლის ასაკში)
კატეგორია: მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
 
დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1961 წელს.
 
1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1971 წლიდან მოცეკვავე-ბალეტმაისტერი; 1985 წლიდან დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში:  "სიმდი", "ქაჯეთის აღება", "ხონგა", "ხევსურული", "შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: "ხონგა", "მხედრული", "მთიულური", "შეჯიბრი", "გამარჯვება", "ანანური" და სხვა.
 
 წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 304
 
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1993-)
საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი, თავმჯდომარე (1992-)
ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1995 - ღირსების ორდენი
1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
1971 - საქართველოს სახალხო არტისტი