დაბადების თარიღი: 30 ივლისი, 1941 (79 წლის)
კატეგორია: მოცეკვავე
ბიოგრაფია
დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური
ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1991 წელს.
1961 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის
(ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტია,
1990 წლიდან – ბალეტმეისტერი. თევზაძე მონაწილეობას იღებდა ანსამბლის
მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს. მისი შესრულებისათვის
დამახასიათებელია მუსიკალობა, არტისტიზმი, პლასტიკურობა. ანსამბლთან
ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 541; ეროვნული
ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1982 - საქართველოს სახალხო არტისტი